logo
ENG



ENKA-ს მტკიცებით, ადგილი, სადაც "რიონის მცველების" კარვები დაშალეს, 2019-დან მათ ეკუთვნით

12 აპრ 202115:47
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/12/09w1rtxpi1qltzw.jpg

კომპანია ENKA, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებს, აცხადებს, რომ ადგილი, სადაც გუშინ, 11 აპრილს შსს-მ "რიონის მცველების" კარვები დაშალა, 2019 წლიდან არა ერთ-ერთი აქტივისტის, არამედ მათი საკუთრებაა. 

კომპანიის განცხადებით, ლალი ეფერმიძეს კომპენსაციის სახით 70 171 ლარი გადაუხადა. 

"კომპანიამ, სს ნამახვანის ქონების გამოსყიდვის ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 29.03.31.129) საკუთრების უფლება მოიპოვა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის დისშვილი შორენა ეფრემიძე (დადასტურებულია მოწმეთა წერილობითი ჩვენებით), რომელიც ზემოთაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. მიუხედავად საკუთრებისა, „ენკამ“ საჭიროდ ჩათვალა მაინც გადაეხადა მისთვის კომპენსაცია.

2020 წლის 3 სექტემბერს კომპანიასა და შორენა ეფრემიძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაფორმდა შესაბამისი სარგებლობის შეწყვეტის ხელშეკრულება და გადახდილ იქნა საამისოდ გათვალისწინებული კომპენსაცია - კერძოდ, 70,171 ლარი. 

ამ ხნის განმავლობაში, კომპანია თავს იკავებდა აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისგან, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და ასევე ამ თემაზე სპეკულაციის დასრულების მიზნით, საჭიროდ მიიჩნია მოსახლეებისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა". - ნათქვამია ENKA-ს განცხადებაში.  

დღეს, 12 აპრილს ENKA-მ ეს ტერიტორია ტრაქტორით გადახნა. 

აქტივისტებმა კი სოფელ გუმათში გადაინაცვლეს. 


close დახურვა